• სიახლეები
  • ქართველი საოპერო კომპოზიტორების გალა კონცერტი ბათუმში

ქართველი საოპერო კომპოზიტორების გალა კონცერტი ბათუმში

ქართველი საოპერო კომპოზიტორების გალა კონცერტი ბათუმში

საოპერო მუსიკალური საღამო მოიცავდა ზაქარია ფალიაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, ვიქტორ დოლიძის, ოთარ თაქთაქიშვილის, ბიძინა კვერნაძის და სხვა ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებას, რომლებმაც ქართული ოპერის ისტორია შექმნეს.  

ცნობილი არიები და თეატრალური სცენები საოპერო სოლისტებმა, ორკესტრმა და გუნდმა შეასრულეს. 

ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა. პროექტი „ბათუმი-საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025“-ის ფარგლებში მოეწყო.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან სსიპ შემოქმედებითი საქართველო და აჭარის ა.რ. კულტურის სამინისტრო.