"ოპერა შენს ქალაქში" - სამტრედიაში
პროექტის მიზანია გააცნოს რეგიონებს საოპერო შემოქმედება და გაუწიოს მას პოპულარიცაზია. რეპერტუარში შედის როგორც ქართული, ასევე დასავლეთ ევროპული საოპერო ნიმუშებიდან ნაწყვეტები. მონაწილეები არიან ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი შემსრულებლები, მათ შორისაა ნუცა ზაქაიძე;
პროექტი „ოპერა შენს ქალაქში“ გრძელდება!
ამჯერად კონცერტი სამტრედიაში შედგა. მაყურებლის წინაშე ცხრა მომღერალი და ორი კონცერტმაისტერი წარდგა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანმა სოლისტებმა და კონცერტმაისტერებმა შეასრულეს ნაწყვეტები როგორც ქართული, ასევე დასავლეთ ევროპული საოპერო ნიმუშებიდან. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა შემსრულებლებიც.
შემდეგ კონცერტს გურჯაანი უმასპინძლებს.
პროექტის მიზანია, გააცნოს რეგიონებს საოპერო შემოქმედება და გაუწიოს მას პოპულარიზაცია. მისი მხარდამჭერია სსიპ შემოქმედებითი საქართველო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია.