მესტიაში დაიწყო მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“
მესტიაში დაიწყო მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“!
13 სექტემბრის ჩათვლით ფესტივალი უმასპინძლებს ახალგაზრდა და გამოცდილ კინემატოგრაფისტებს. ჩატარდება ვორქშოფები და 7 მასტერკლასი ცნობილი ქართველი რეჟისორებისგან, სეილს-აგენტებისგან და კინოფესტივალების პროგრამერებისგან.
მაყურებელს ექნება საშუალება, ნახოს როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური ქართული და უცხოური მხატვრული ფილმები.
ფესტივალი გაიხსნა ელდარ შენგელაიას ხსოვნის საპატივცემულოდ, ფილმით „თეთრი ქარავანი“. დახურვაზე კი ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები“.
სსიპ შემოქმედებითი საქართველო, ფესტივალის კონკურსში- „Work-in- Progress”, 2 კატეგორიაში გამარჯვებულებს გადასცემს 15,000 და 10,000 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს.
ფესტივალის მხარდამჭერია სსიპ შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.