ზვიად მჭედლიშვილი: „ფორუმს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გარდაქმნას თეორიული ინფორმაცია პრაქტიკულ ცოდნად“
- რას მოელით ფორუმისგან „შემოქმედებითი საქართველო“?
უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაზე, და გავიაზრეთ, რომ ეს სექტორი თავისთავად ვერ განვითარდება, რომ ამას სათანადო გარემოს შექმნა სჭირდება. მაგრამ ჯერ კიდევ ამ თემაზე თეორიული საუბრის სტადიაზე ვართ. თეორიულ ცოდნასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ფორუმს აქვს უზარმაზარი პოტენცია, გარდაქმნას თეორიული ინფორმაცია პრაქტიკულ ცოდნად, მკაფიოდ აუხსნას ყველა დაინტერესებულ მხარეს (მთავრობის წარმომადგენლებს, კერძო სექტორს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს), რომ ხსენებული გარემოს განვითარებით ისინი შეძლებენ ძალიან პრაგმატული, ხელშესახები მიზნების მიღწევას და ამგვარად, მათ წინაშე მდგარი ყოველდღიური პრობლემების გადაჭრას მოახერხებენ; რომ მათ ამ პროცესში თავისი განსაკუთრებული როლი ენიჭებათ და რომ ხსენებული მიზნები იოლად მიიღწევა ყველა პოტენციური დაინტერესებული მხარის ერთობლივი ძალისხმევით.
- რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს შემოქმედებითმა ინდუსტრიებმა საქართველოს და ამ რეგიონის სხვა ქვეყნებს?
მიმაჩნია, რომ კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები გახლავთ გამოსავალი იმ გამოწვევებიდან, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. ეს ის „წამალია“, რომელსაც გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. მათი გამოცდა უკვე 15 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და ჯერჯერობით უკუჩვენება არ გამოვლენილა. მათ აქვთ უამრავი დადებითი გავლენა, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, სამუშაო ადგილების შექმნის და კეთილდღეობის მომავლის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
კაცობრიობის განვითარების ისტორიის მანძილზე ჩვენ მუდამ ბუნების დამორჩილებას ვცდილობდით, მაგრამ ამ განზრახვაში მარცხი განვიცადეთ და ბოლოს და ბოლოს შევიგნეთ, რომ ბუნებასთან ბრძოლის ნაცვლად ჩვენ მისგან უნდა ვისწავლოთ. ახლა პირველ ნაბიჯებს ვდგამთ იმ გარემოს შესაქმნელად, რომელიც ბუნებრივის მსგავსი იქნება, გარემოსი, რომელშიც შემოქმედებითობა გაიხარებს.
- რა არის საჭირო იმისათვის, რომ სრულად იქნეს რეალიზებული საქართველოს და ამ რეგიონის სხვა ქვეყნების შემოქმედებითი პოტენციალი?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ შემოქმედებითობა შესაძლებელია გამოვლინდეს მხოლოდ გაერთიანებაში. მეორეც, უნდა ვაღიაროთ, რომ კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ჩვენი ქვეყნების მდგრად განვითარებაში. მესამე, ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, შევქმნათ მთელი ამ პროცესის მკაფიო, ყველასთვის საზიარო ხედვა, და გადავდგათ პირველი ნაბიჯები მისი რეალიზებისკენ.
ზვიად მჭედლიშვილი გახლავთ შემოქმედებითი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, იგი პასუხისმგებელია „შემოქმედებითი საქართველოს“ პროექტების ზედამხედველობასა და კოორდინირებაზე. ამას გარდა, ზვიად მჭედლიშვილი არის ქართულ-კავკასიური კვლევების ფონდის დამაარსებელი, სადაც ის კონსულტაციებს უწევს თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით კულტურული მემკვიდრეობის ციფრულ ანაზომიბის შექმნას, მუშაობს კულტურის პოლიტიკის მოდერნიზაციასა და პოპულარიზაციაზე. 2015-2016 წლებში იგი იყო კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის კონსულტანტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. ატარებდა და მიჰყავდა ქვესექტორული და რეგიონული სემინარები, აგრეთვე მუშაობდა სტრატეგიის დოკუმენტის შექმნასა და დახვეწაზე და მის განხორციელებაზე.