სიახლეები - ტომ ფლემინგის სახელმძღვანელო: შემოქმედებითი ინდუსტრიის კვლევის მხარდაჭერა საქართველოში

ტომ ფლემინგის სახელმძღვანელო: შემოქმედებითი ინდუსტრიის კვლევის მხარდაჭერა საქართველოში

17.08.2021
ამ მოკლე ანგარიშში მოცემულია შესავალი და მიმოხილულია
პროექტი შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა
საქართველოში ეს იყო საპილოტე ინიციატივა 3 კვლევის წინასწარ
ჩატარების თაობაზე, რომლის საფუძველზე განისაზღვრებოდა
საბაზისო მონაცემები შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის
საქართველოში. საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით
2020 წლის დეკემბერში კომპანიას „ტომ ფლემინგის შემოქმედებით
კონსულტაციას“ (TFCC) დაევალა სსიპ „შემოქმედებით
საქართველოსთან“ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
სამინისტროსთან თანამშრომლობა, რათა მხარი დაეჭირა
კვლევითი პროექტისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში
შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას.

მოხსენებაში მიმოხილულია კვლევის მხარდაჭერის პროექტი და
მისი მნიშვნელობა, აგრეთვე საილუსტრაციოდ წარმოდგენილია
სამი პროექტი, რომლებიც შეირჩა ღია კონკურსის წესით, საპილოტე
კვლევითი პროექტების ჩასატარებლად. იგი ასევე გვთავაზობს
მოკლე ანალიზს ამ პროექტის ძირითადი საგანმანათლებლო
შედეგების შესახებ, ასახავს ზოგად რეკომენდაციებს მომავალი
მკვლევრებისთვის (მათ შორის, მოცემულია პოლიტიკის შემუშავების
პროცესში მისი მნიშვნელობა) და წარმოდგენილია ზოგადი კვლევის
ჩარჩო და კვლევითი საშუალებები საქართველოს შემოქმედებითი
ინდუსტრიების შესასწავლად. აღნიშნული ხორციელდება იმ იმედით,
რომ მთავრობა და მისი პარტნიორები გააგრძელებენ სექტორის
მხარდაჭერას, მისთვის პრიორიტეტის მინიჭებას და უახლოეს
მომავალში შეიმუშავებენ კოორდინირებულ და ამბიციურ პროგრამას
შემოქმედებითი ინდუსტრიების განსავითარებლად.

>>>>>>>>>>>გადმოიწერეთ სახელმძღვანელო

მოცემული სახელმძღვანელო მომზადდა " შემოქმედებითი საქართველოსა" და "ბრიტანეთის საბჭოს" ერთობლივი პროექტის "შემოქმედებითი ინდუსტრიის კვლევის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში.