სიახლეები - „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში“ - „თანამედროვე ხელოვნების ბაზარი“

„შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში“ - „თანამედროვე ხელოვნების ბაზარი“

10.06.2021
Წარმოგიდგენთ Სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ Მიერ ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული კონკურსის -  „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში“  - ფარგლებში სამი გამარჯვებული ბენეფიციარის კვლევის შედეგებს.

„თანამედროვე ხელოვნების ბაზარი“

გთავაზობთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროექტს - „თანამედროვე ხელოვნების ბაზარი“.
კვლევის მიზანი იყო, შეეფასებინა, თუ რამდენად პასუხობს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ბაზარზე კერძო გალერეათა სერვისი დაინტერესებულ პირთა მოთხოვნას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კვლევას უნდა დაედგინა, რამდენად დამაკმაყოფილებელია საზოგადოების კონკრეტული სეგმენტისათვის სერვისი, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების გალერეა საგამოფენო პროგრამათა ფარგლებში ახორციელებს და პროდუქციის კომერციალიზაციით უზრუნველყოფს

Კვლევის უმთავრესი დასკვნაა: თანამედროვე ხელოვნების გალერეების მხრიდან მომხმარებლისათვის შეთავაზებული სერვისები არადამაკმაყოფილებელია და ბაზრის განვითარებასაც აფერხებს. კონკრეტული საპასუხო ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, შესაძლოა, პროგრესმა ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნების დარგობრივ განვითარებაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედოს.

Შეგახსენებთ: კონკურსის უმთავრესი მიზანი შემოქმედებითი მეწარმეობის სექტორის გაძლიერება, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და სექტორის წარმომადგენლებში კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო.

Კონკურსის განხორციელების პროცესში ჩართული იყო და მონაწილეებს კონსულტირებას უწევდა ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფი ტომ ფლემინგის ხელმძღვანელობით.

>>>>გადმოიწერეთ კვლევა „თანამედროვე ხელოვნების ბაზარი“<<<<