სიახლეები - შემოქმედებითი ინდუსტრიის კვლევის მხარდაჭერა საქართველოში - შემაჯამებელი ღონისძიება

შემოქმედებითი ინდუსტრიის კვლევის მხარდაჭერა საქართველოში - შემაჯამებელი ღონისძიება

19.07.2021
​„შემოქმედებითი საქართველომ“ „ბრიტანეთის საბჭოსთან“ თანამშრომლობით გამართა პროექტის - „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება

პროექტის უმთავრესი მიზანი შემოქმედებითი მეწარმეობის სექტორის გაძლიერება, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და სექტორის წარმომადგენლებში კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაა.
ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის შედეგები. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა გაცნობოდა პროექტში კონსულტანტის სტატუსით ჩართული ბრიტანელი ექსპერტის - ტომ ფლემინგის - ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებსა და ძირითად მიგნებებს.
ღონისძიებაზე პროექტის ბენეფიციარი კვლევითი ნაშრომების ავტორებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, შემდგომ კი, მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურის სფეროში კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

ღონისძიების ჩანაწერი იხილეთ: