სიახლეები - „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში“ - „კულტურის აქსელერატორი 2.0“

„შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში“ - „კულტურის აქსელერატორი 2.0“

15.06.2021
Დღეს გთავაზობთ კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის კვლევით პროექტს - „კულტურის აქსელერატორი 2.0“

„კულტურის აქსელერატორი 2.0“ წარმოადგენს იმ დიდი საპროექტო ინიციატივის საწყის ნაწილს, რომელიც მიზნად საქართველოში არსებული შემოქმედებითი ინდუსტრიების საჭიროებებისა და პოტენციალის შესწავლას, კულტურის პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში სფეროს წარმომადგენლების უფრო აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს. პროექტის გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო კულტურის სფეროს ორგანიზაციების, სააგენტოების, ინსტიტუციებისა და ინდივიდების დამოუკიდებელი განვითარებისა და გაძლიერების გზების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამომავლო სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება. კვლევა ჩაფიქრებული იყო, როგორც მოსამზადებელი ეტაპი მომავალი უფრო ჩაღრმავებული ანალიზისა და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების განსაზღვრისთვის. მის გრძელვადიან შედეგად მოიაზრება კულტურის სფეროს წარმომადგენელთა გაერთიანების (ასოციაციის, პლატფორმის ან ჯგუფის) შექმნა ან გაერთიანების სხვაგვარი სტრუქტურის შემუშავება, რათა მოხდეს მისი საშუალებით დარგის ინტერესების საზოგადო და სამთავრობო დონეზე ლობირება, სამოქმედო სტრატეგის განსაზღვრა და განხორციელება.
Შეგახსენებთ: კონკურსის უმთავრესი მიზანი შემოქმედებითი მეწარმეობის სექტორის გაძლიერება, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და სექტორის წარმომადგენლებში კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო.
Კონკურსის განხორციელების პროცესში ჩართული იყო და მონაწილეებს კონსულტირებას უწევდა ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფი ტომ ფლემინგის ხელმძღვანელობით.

კვლევის სრულად სანახავად დააჭირეთ აქ: „კულტურის აქსელერატორი 2.0“