სიახლეები - "შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერის კონკურსი" - „საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების (ბა

"შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერის კონკურსი" - „საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების (ბათუმი, ფოთი) კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალი საშემსრულებლო ხელოვნებაში“

14.06.2021
Წარმოგიდგენთ Სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ Მიერ ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული კონკურსის -  „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში“  - ფარგლებში სამი გამარჯვებული ბენეფიციარის კვლევის შედეგებს.
Დღეს გთავაზობთ ქართული თეატრის ელექტრონული არქივის კვლევით პროექტს - საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების (ბათუმი, ფოთი) კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალი საშემსრულებლო ხელოვნებაში.
პროექტი „საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების (ბათუმი, ფოთი) კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალი საშემსრულებლო ხელოვნებაში“ ითვალისწინეიხილეთ კვლევაბდა საქართველოს შავიზღვისპირა ორი ქალაქის, ფოთისა და ბათუმის საშემსრულებლო ხელოვნების (თეატრები, ფესტივალები) ინდუსტრიის კომერციული და ინტერნაციონალური არსებული მდგომარეობის, რესურსების და პერსპექტივის კვლევას. ქართული თეატრის ელექტრონული არქივის მიერ შერჩეული გუნდის ამოცანა იყო, კვლევის საფუძველზე იმის დადგენა თუ რამდენად ეფექტურია ის პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებენ შემოქმედებითი ინდუსტრიები და სახელმწიფო ინსტიტუტები საშემსრულებლო ხელოვნების კომერციონალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

Შეგახსენებთ: კონკურსის უმთავრესი მიზანი შემოქმედებითი მეწარმეობის სექტორის გაძლიერება, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და სექტორის წარმომადგენლებში კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო.
Კონკურსის განხორციელების პროცესში ჩართული იყო და მონაწილეებს კონსულტირებას უწევდა ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფი ტომ ფლემინგის ხელმძღვანელობით.

>>>>გადმოიწერეთ კვლევა