სიახლეები - შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარების ხელშეწყობა

შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარების ხელშეწყობა

09.07.2021
კონკურსის პრიორიტეტებია ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ კულტურის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური ხელშეწყობა





ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

საქართველოში რეგისტრირებულ კერძო და საჯარო იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მიღებული  „შემოქმედებითი ევროპის“ 2019 წლის კულტურის ქვეპროგრამის თანამშრომლობის პროექტების კონკურსის დაფინანსება, როგორც პარტნიორის ასევე ლიდერის როლში  
 

პროექტით გათვალისწინებული თანხის მოცულობა

კონკურსის ფარგლებში სსიპ „შემოქმედებითი საქართველოდან“ მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს: შემოქმედებითი ევროპის“ წესების მიხედვით კონსორციუმის წევრი ორგანიზაციისთვის თანადაფინანსების 50%
კონკურსის ფარგლებში მიღებული დაფინანსება არ უნდა ითვალისწინებდეს ფინანსური აქტივების და ინფრასტრუქტურული მომსახურებების შესყიდვას. 

სსიპ შემოქემდებითი საქართველო იტოვებს უფლებას დააკორექტიროს აპლიკანტის მიერ მოთხოვნილი თანხა და მოითხოვოს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. 

 

კონკურსის ვადები
 
  1. საკონკურსო განაცხადები მიიღება 12 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით;
  2. პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ გამარჯვებულ აპლიკანტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელიც გაფორმდება სსიპ განაცხადის განხილვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა; 
  3. ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2021 წლის 20 დეკემბერს. 


გადმოიწერეთ:

აპლიკაციის ფორმა

კონკურსის წესები და პირობები

ბიუჯეტის ფაილი