სიახლეები - სემინარი: სტრატეგიული მარკეტინგი ბიზნესის წარმატებისთვის

სემინარი: სტრატეგიული მარკეტინგი ბიზნესის წარმატებისთვის

16.04.2021

სემინარი, “სტრატეგიული მარკეტინგი ბიზნესის წარმატებისთვის”, ტარდება სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს” ორგანიზებით, ბრიტანეთის საბჭოს, საგრანტო პროგრამის: "შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის", ფარგლებში.
თარიღი: 16 აპრილი, პარასკევი, 2021
დრო: 13:00 სთ.
ადგილი: Zoom.us

ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა:
https://forms.gle/rPUnjNuvWVxjD6SHA

სემინარს გაუძღვება დევიდ პერიში, შემოქმედებითი ინდუსტრიების და კულტურის სფეროს ექსპერტი, საერთაშორისო ბიზნეს მრჩეველი, სპიკერი და ტრენერი.
ონლაინ სემინარზე დევიდ პერიში ისაუბრებს შემდეგ თემებზე:
[✔️] სტრატეგიული მარკეტინგის მნიშვნელობა ბიზნესის წარმატებისთვის;
[✔️] ბაზარზე კონკურენცია და საკუთარი ნიშის პოვნა;
[✔️] სამიზნე აუდიტორია;
[✔️] მომხმარებლებთან ურთიერთობის მნიშვნელობა.
აღნიშნულ თემებზე მეტი ინფორმაციის მიღება დაგეხმარებათ საკუთარი ბიზნესის უკეთ ფორმირებასა და სტრატეგიული მარკეტინგის დაგეგმვაში.
[☑]  დევიდი არის ისეთი სახელმძღვანელოების ავტორი, როგორებიცაა: “სტრატეგიული მარკეტინგი ბიზნესის წარმატებისთვის”, “შენი შემოქმედებითი ბიზნესის დიზაინი” და სხვა. Მას ასევე შემუშავებული აქვს ონლაინ სასწავლო კურსები შემოქმედებითი მეწარმეებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ, დევიდ პერიშის ვებ-გვერდს - davidparrish.com
ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია სემინარზე დასასწრებად: https://forms.gle/rPUnjNuvWVxjD6SHA
#mycreativespark #creativegeorgia #britishcouncil #davidparrish