სიახლეები - სემინარი: ხელოვნების პოტენციალი სოციალურ განახლებაში

სემინარი: ხელოვნების პოტენციალი სოციალურ განახლებაში

22.04.2021
სემინარი, “ხელოვნების პოტენციალი სოციალურ განახლებაში” ტარდება შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით, ბრიტანეთის საბჭოს, საგრანტო პროგრამის: "შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის", ფარგლებში.

თარიღი: 22 აპრილი, ხუთშაბათი, 2021
დრო: 13:00 სთ.
ადგილი: Zoom.us

ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: https://forms.gle/aSy81r2o45Rgu4kZ6

სემინარის პირველ ნაწილს, გაუძღვება ვატო წერეთელი და ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა, რას ნიშნავს ხელოვნება როგორც სოციალური ინოვაცია? Რა მნიშვნელობა აქვს შემოქმედებითობის პოტენციალის რეალიზებას ამ კუთხით და სხვა. სემინარზე განხილული იქნება თანამედროვე ხელოვნების სფეროში არსებული გამოცდილებები და მათი გრძელვადიანი პოტენციალი განსაკუთრებით აჩქარებული ცვლილებების პირობებში. ასევე, წარმოდგენილი იქნება ისტორიული მაგალითები: იოზეფ ბოისი, ნიკოლა ბურიო და არაფორმალური სამაგისტრო პროგრამის ქეისი თბილისში: 'შემოქმედებითი მედიაცია'.

სემინარის მეორე ნაწილი დაეთმობა ადგილობრივი მაგალითის განხილვას, რომლის შესახებაც ისაუბრებს გვანცა ჯიშკარიანი, პატარა გალერეა და The Why Not gallery-ის თანადამფუძნებელი. გვანცა ისაუბრებს საგალერეო გამოცდილებაზე: თუ როგორ შეიძლება ხელოვნება გავხადოთ საჯარო სივრცის ნაწილი. ასევე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ კომერციულ და არაკომერციულ სივრცეებს სოციალურ ინოვაციებზე და, ზოგადად, როგორ შეუძლია ხელოვნებას იყოს სოციალური ცვლილების ნაწილი.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.

ღონისძიება გაიმართება ქართულ ენაზე.

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია სემინარზე დასასწრებად: https://forms.gle/aSy81r2o45Rgu4kZ6