სიახლეები - სემინარი: ემოციური გონიერება: გუნდი და ინდივიდი

სემინარი: ემოციური გონიერება: გუნდი და ინდივიდი

28.04.2021
სემინარი “ემოციური გონიერება: გუნდი და ინდივიდი,” ტარდება სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს” ორგანიზებით, ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის "შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის", ფარგლებში.

თარიღი: 28 აპრილი, ოთხშაბათი, 2021
დრო: 13:00 სთ.
ადგილი: Zoom.us
ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: https://forms.gle/ezjas5zhN7FW4zLN9

სესიას გაუძღვება თეონა დალაქიშვილი, მას აქვს 11-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება ტრენერობასა და მენტორინგში, არის BTU-ს ლექტორი მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით, ასევე, “გოლქეჩერის” და “მენტორ ჰაბის” თანადამფუძნებელი.

თეონა ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა:
ემოციურ გონიერება და მისი მნიშვნელობა ინოვაციურ მეწარმეობაში.
ემოციური გონიერების როლი გუნდის ფორმირებაში;
გუნდის ჩამოყალიბების პრინციპები;
რა განაპირობებს ძლიერ და სუსტ გუნდებს და მათი გავლენა ბიზნესის წარმატებაზე.
Სემინარის ბოლოს აუდიტორია გაეცნობა პრაქტიკაში კარგად აპრობირებულ ინსტრუმენტს - “GROW”. აღნიშნული ინსტრუმენტი ბიზნესიდეის მქონე ადამიანს ეხმარება დასახოს მიზნები, შეისწავლოს რეალობა და შესაძლებლობები, და დაიწყოს პრაქტიკული ქმედებები იდეების განსახორციელებლად.

ღონისძიება გაიმართება ქართულ ენაზე.

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მასტერკლასზე დასასწრებად: https://forms.gle/ezjas5zhN7FW4zLN9

#mycreativespark #creativegeorgia #britishcouncil