სიახლეები - სემინარი: აზროვნების დიზაინი სოციალური ცვლილებისთვის

სემინარი: აზროვნების დიზაინი სოციალური ცვლილებისთვის

08.04.2021
სემინარი “აზროვნების დიზაინი სოციალური ცვლილებისთვის,” ტარდება სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს” ორგანიზებით, ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის: "შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის", ფარგლებში.
თარიღი: 08 აპრილი, ხუთშაბათი, 2021
დრო: 13:00 სთ.
ადგილი: Zoom.us

ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა https://forms.gle/cELCNL3bormBpvzg9

[✔️]  სესიას გაუძღვება თეონა დალაქიშვილი, მას აქვს 11-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება ტრენერობასა და მენტორინგში, არის BTU-ს ლექტორი მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით, ასევე, გოლქეჩერის და მენტორ ჰაბის თანადამფუძნებელი.
[✔️]  კრეატიული აზროვნება არ არის მხოლოდ უნარი, ეს არის ტექნიკა, რომლის გამოყენებითაც ჩვენ შეგვიძლია პრობლემები ვაქციოთ შესაძლებლობებად. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, აზროვნების დიზაინი გვთავაზობს 5-ნაბიჯიან სტრუქტურას, თუ როგორ ვაქციოთ პრობლემა იდეად - ხოლო იდეა - ხელშესახებ პროდუქტად.
სემინარი შესაძლებლობას მოგცემთ გაიგოთ რა არის სოციალური, ე.წ. ადამიანებზე და თემაზე ფოკუსირებული დიზაინი, და როგორ შეგვიძლია შემოქმედებითად ვუპასუხოთ საზოგადოებაში გაჩენილ გამოწვევებსა და საჭიროებებს.
ღონისძიება გაიმართება ქართულ ენაზე.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მასტერკლასზე დასასწრებად.

#mycreativespark #creativegeorgia #britishcouncil