სიახლეები - სემინარი: ინკლუზიურობის მხარდაჭერა კულტურაში

სემინარი: ინკლუზიურობის მხარდაჭერა კულტურაში

25.03.2021
სემინარი, „ინკლუზიურობის მხარდაჭერა კულტურაში“, ტარდება სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს” ორგანიზებით ბრიტანეთის საბჭოს გრანტის ფარგლებში.
თარიღი: 25 მარტი, ხუთშაბათი, 2021
დრო: 12:00 სთ.
ადგილი: Zoom.us

ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: https://forms.gle/VXcnqQtGeZFEsTfV9

სემინარს გაუძღვება - ზოი პარტინგტონი, ინკლუზიურობის ექსპერტი ბრიტანეთიდან, რომელიც თანამშრომლობს სამთავრობო სააგენტოებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, შშმ ექსპერტებთან და კულტურულ ინსტიტუციებთან. ზოი პარტინგტონი არის გამოცდილი შშმ კონსულტანტი და ტრენერი, რომლიც მუშაობს შემდეგი მიმართულებით:
✔შშმ თემასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმებისა და სტრატეგიების შემუშავება
✔სერვისების გაუმჯობესება
პროექტების დაგეგმვა
✔აუდიტორიის განვითარება და შეფასება.
მას უამრავ საინტერესო პროგრამაში მიუღია მონაწილეობა. მათ შორის არის ბრიტანეთის საბჭოს პროგრამები, ინგლისის ხელოვნების საბჭოს პროგრამა, Shape Arts-ის NDACA პროექტი და ა.შ.
ონლაინ სემინარზე -„ინკულზიურობის მხარდაჭერა კულტურაში“-ზოი პარტინგტონი ისაუბრებს იმ სპეციალური სარეკომენდაციო დოკუმენტის შესახებ, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა. სემინარის მსვლელობისას ბრიტანელი ექსპერტი ასევე შემდეგ საკითხებზე იმსჯელებს:
✔განსხვავებული მიდგომები
✔ცვლილებების ინიცირება
✔შეფასებები და ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება
ზოი პარტინგტონი მოისმენს მონაწილეების შეფასებებს და რეკომენდაციებს სარეკომენდაციო დოკუმენტთან დაკავშირებით.
ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე. ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება ინგლისურ-ქართული, ქართული-ინგლისური და ჟესტურ ენაზე თარგმანი.

#supportingInclusivityinculture #creativegeorgia #britishcouncil