სიახლეები - საბავშვო და რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა

საბავშვო და რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა

02.08.2021
კონკურსის მიზანია ქვეყანაში, მათ შორის რეგიონებში, სალიტერატურო პროცესების გააქტიურება და პოპულარიზაცია, სამომცემლო სექტორის მხარდაჭერა. ერთი მხრივ, საბავშვო პერიოდიკის განვითარების ხელშეწყობა, მეორე მხრივ, რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების წახალისება. ქართველი საბავშვო და რეგიონული ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა. სალიტერატურო კრიტიკის განვითარება პერიოდული გამოცემების ხელშეწყობის გზით.

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
  • საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;
  • საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;
  • საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;

საპროექტო განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, 2021 წლის 2 აგვისტოდან - 12 აგვისტოს 12:00 სათამდე, მისამართზე: competition@creativegeorgia.ge

გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია.

კონკურსის შედეგები ქვეყნდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ვებ-გვერდზე - creativegeorgia.ge, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2021 წლის პირველი დეკემბრისა.

კონკურსის წესი და პირობები

დანართი N1 - განცხადების ფორმა

დანართი N2 - საპროექტო განაცხადი

დანართი N3 - დაზუსტებული ინფორმაცია

დანართი N4 - შესრულების ანგარიში

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ განაცხადზე დასტური არ მიიღეთ ერთ სამუშაო დღეში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ngadilia@creativegeorgia.ge
საკონტაქტო ტელ: +995 555 383029