სიახლეები - „კულტურის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო მითითებები საქართველოსთვის “

„კულტურის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო მითითებები საქართველოსთვის “

04.10.2021
სსიპ შემოქმედებითი საქართველო, ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისთან და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს: „ხელოვნებასა და კულტურაში ინკლუზიურობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია“. 

პროექტის მიზანია საქართველოში ხელოვნებასა და კულტურაში ინკლუზიურობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხში მისი როლის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ შერჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტმა, ზოი პარტინგტონმა 2021 წლის თებერვალში გამართა ონლაინ შეხვედრები სამთავრობო აქტორებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, შშმ თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და შშმ პირებთან. აღნიშნული შეხვედრები და წინასწარი მოკვლევა ექსპერტს დაეხმარა საქართველოს კულტურულ დაწესებულებებში ინკლუზიურობის კუთხით არსებული ვითარების უკეთ გააზრებაში, რის საფუძველზეც სახელოვნებო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის შექმნა სპეციალური სარეკომენდაციო დოკუმენტი: „კულტურის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო მითითებები საქართველოსთვის “. დოკუმენტი ორიენტირებულია ერთი მხრივ, შშმ ხელოვანებისა და სახელოვნებო პრაქტიკის კულტურულ პროცესებში ინტეგრირებაზე, მეორე მხრივ კი, შშმ პირების სახელოვნებო სივრცეებსა და ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

შემოქმედებითმა საქართველომ მოამზადა დოკუმენტის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ციფრული ვერსები, ამასთანავე ნაბეჭდი გამოცემა - ქართულ ენასა და ბრაილის შრიფტზე. სახელმძღვანელოს ინგლისური და ქართული ელექტრონული ვერსიების ჩამოსატვირთად გადადით ბმულზე