სიახლეები - კონკურსი: „თავისუფლება შემოქმედებისთვის, შექმენი თავისუფლებისთვის“

კონკურსი: „თავისუფლება შემოქმედებისთვის, შექმენი თავისუფლებისთვის“

22.11.2021
სსიპ შემოქმედებითი საქართველო აცხადებს კონკურსს, ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველი კომიტეტის ეგიდით შექმნილ ახალ ციფრულ გამოფენაზე - სახელწოდებით „თავისუფლება შემოქმედებისთვის, შექმენი თავისუფლებისთვის“ - საქართველოს სახელით წარსადგენი ნამუშევრების შესარჩევად. დამატებით ინფორმაცია გამოფენასთან დაკავშირებით იხილეთ გზამკვლევში  - https://rm.coe.int/free-to-create-create-to-be-free/1680a05691

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი არტისტების/კურატორების პოპულარიზაციას და ქვეყნის თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების შესახებ საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა არაუმეტეს ორი ნამუშევარი, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში იქნება განთავსებული ევროსაბჭოს სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე.

გამოფენის მთავარი თემაა - მხატვრული გამოხატვის თავისუფლება; ხელოვნების ნიმუშების შერჩევა არ არის შეზღუდული რაიმე შინაარსით და კონცეფციით, რაც იძლევა მრავალფეროვანი შემოქმედებითი თავისუფლების შესაძლებლობას.


საკონკურსოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მიიღება 2021 წლის 22 ნოემბრიდან 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით;

გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია,  საპროექტო განაცხადის  მიღების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში;


კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ განაცხადზე დასტური არ მიიღეთ ერთ სამუშაო დღეში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: docs@creativegeorgia.ge

საკონტაქტო ტელ: +995 555 383029

დამატებითი ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმის გადმოსაწერად იხილეთ ბმულები:

კონკურსის წესი და პირობები

დანართი N1 -განცხადების ფორმა

დანართი-N2-სააპლიკაციო ფორმა